მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი

დილიდან კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმზე დასასწრებად კი, მოქალაქეები უკვე გაემგზავრნენ .

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ზეიმზე დასწრების მსურველებს ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

საქართველოს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ევროსაბჭომ 14 დეკემბერს მიანიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button