მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 55 474 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 029 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 445 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 979 235-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 044 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 922 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 359 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 3 148 შემთხვევა

📌აჭარა – 563

📌იმერეთი – 437

📌ქვემო ქართლი – 176

📌შიდა ქართლი – 277

📌გურია – 148

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 226

📌კახეთი -178

📌მცხეთა-მთიანეთი -92

📌სამცხე-ჯავახეთი – 66

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 164 პირი იმყოფება.

პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 344 შეადგინა. ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button