მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქალაქ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა, სიტუაცია კი საკმაოდ რთულია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, გვიან ღამით ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
საუბარია ამა წლის 2 მარტს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილ სარაკეტო იერიშზე.

„მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან 13 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 8 თვის ბავშვის ცხედარი“, – აღნიშნა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა დეპარტამენტმა ზაპოროჟიეს რეგიონში.

უწყების ცნობით, სამუშაოებში სულ ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის 101 თანამშრომელი და 23 ტექნიკა, მათ შორის 60 მაშველი და 13 სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტექნიკა. მათი განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად 11 ადამიანი გადაარჩინა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგებიც მუშაობენ.
მათ დახმარება 100 ადგილობრივსა და დაზარალებულთა ახლობლებს უკვე გაუწიეს.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსი 2 მარტს დაბომბეს. თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი თითქმის მთლიანად განადგურდა.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა, სიტუაცია კი საკმაოდ რთულია.

“დღეს ყველაზე რთული მონაკვეთებია კრემენაია და ბელოგოროვკა. კრემენაიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მთელი ძალისხმევაა კონცენტრირებული. ამიტომ, იქ მუდმივად იგზავნება მძიმე ტექნიკა და უზარმაზარი ქვეითი ჯარი.

ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა. ჩვენი დამცველები იქ თავდასხმის ტალღებს იგერიებენ”, – თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მუდმივად ცვლის ტაქტიკას, ეს მათ [რუსებს] არ შველით, რადგან ოკუპანტები თავდაცვის გარღვევასა და წინსვლას ვერ ახერხებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button