მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დედოფლისწყაროში ხუთი შვილის დედა გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ხუთი შვილის დედა გარდაიცვალა.

49 წლის ნატო ტოკლიკიშვილს, დედოფლისწყაროს კოვიდ- კლინიკაში მკურნალობდნენ.

დედოფლისწყაროს კოვიდ- კლინიკის მენეჯერის, ხათუნა აგლაძის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანის დროს რთული იყო და ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

” შემოყვანისას რთული იყო. ბოლოს გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ქალბატონი არ იყო ვაქცინირებული და საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ აცრილები სწრაფად ექვემდებარებიან მკურნალობას “- განაცხადა აგლაძემ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვლილი ნეკრესის ეპარქიის მეუფეს, სერგი ჩეკურიშვილის ნახევარდა იყო.

თავად მეუფეც პოსტოპერაციულ პერიოდში, კორონა ვირუსით წარმოშობილი გართულებებით, 21 სექტემბერს, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია. კოვიდ- მიმღები კლინიკები პაციენტებითაა გადატვირთული, ხოლო ტესტირების ცენტრებში დიდი რიგებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button