მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გიორგი გახარია ახლად ჩამოყალიბებული პარტიის ოფისებს კახეთშიც ხსნის

ყოფილი პრემიერ – მინისტრი, გიორგი გახარია ახლად ჩამოყალიბებული პარტიის ოფისებს კახეთშიც ხსნის.
დღეს პარტია” საქართველოსთვის”, გურჯაანის ოფისს დააფუძნებს.

გუშინ, 14 აგვისტოს გიორგი გახარიამ თელავის ოფისი, მერობის კანდიდატ, გიგა ორკოდაშვილთან ერთად გახსნა.

ყოფილმა პრემიერმა სამომავლო გეგმებსა და პარტიულ ხედვაზე ისაუბრა.

” ჩვენ არავის არ ვებრძვით. ვთქვათ, რაც კარგი იყო, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს პრობლემების აღიარების”- განაცხადა პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა.

ოფისის გახსნამდე გახარია, აზერბაიჯანულენოვანი სოფლის, ყარაჯალის მოსახლეობას შეხვდა.

გურჯაანში და თელავში მერობისათვის, პარტიის სახელით, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გიგა ორკოდაშვილ და გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერის ყოფილი მოადგილე,სიმონ ქოჩორაშვილი იბრძოლებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button