მნიშვნელოვანისიახლეები

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “დარიალზე” მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დარიალის სასაზღვრო პუნქტზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

“მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ დარიალზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის”, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button