მიკ ჯაგერმა რუს მოდელთან რომანი გააბა [Video]

The Rolling Stones-ts 73 წლის სოლისტმა, მიკ ჯაგერმა 31 წლის რუს მოდელთან, მაშა რუდენკოსთან რომანი გააბა.

როგორც გამოცემა The Sun გვაცნობებს, მუსიკოსი რუსი მოდელის გამო 30 წლის ბალერინა მელანი ჰემრიკს დაშორდა, რომელიც ამჟამად ჯაგერის შვილზეა ფეხმძიმედ.

ჯაგერმა ჰემრიკს ნიუ-იორკში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებული თაუნჰაუსი დაუტოვა და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 15 ათასი დოლარი დაუნიშნა.

თავად მაშა რუდენკო ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჯაგერთან გაჩაღებულ რომანს არ მალავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button