ახალი iPhone 7 წყალში გამოცადეს [video]

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტმა, ჯოანა სტერნმა Apple-ის ახალ გაჯეტებზე ექსპერიმენტი წყალში ჩაატარა. „ვაშლის“ დანადგარების გატესტვის ვიდეო YouTube არხზე გამოქვეყნდა.

ცნობილია, რომ iPhone 7-ის სმარტფონებს IP67 დონის დაცვა გააჩნია, რომელიც წყალში 1 მეტრის სიღრმეზე ნახევარი საათის მანძილზე აპარატის გამართულ მუშაობას ითვალისწინებს.
ჯოანამ გადაწყვიტა ახალი iPhone 7-ის გამოცდა წყალში 3 მეტრის სიღრმეზე და უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე გაჯეტმა – iPhone 7-მა და Watch Series 2-მა წყალში 1 საათის მანძილზე მუშა მდგომარეობა შეინარჩუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button