მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში 71 წლის ქალი მოკლეს

მკვლელობა კახეთში- ახმეტაში 71 წლის ქალი მოკლეს.

შემთხვევა ქალაქის ცენტრში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ასაკოვან ქალს, სანადირო თოფიდან, რამდენიმე ტყვია, მეზობელმა ესროლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შემთხვევას წინ, მეზობლებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

გასროლის შედეგად, ქალმა, სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაჭრილი, ახმეტის ევექსის ქსელის კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სავარაუდო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმლა, თუმცა , ის პოლიციამ მალევე დააკავა.

კონფლიქტის რეალური მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button