აშშ-ში მომღერალი პრინსი გარაიცვალა [Photo/video]

ამერიკელი მომღერალი პრინსი (პრინს როჯერს ნელსონი) 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, – იუწყება უცხოური მედია მუსიკოსის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

მომღერლის გვამი ქალაქ შანხასენში (შტატ მინესოტა) მისი კუთვნილი ხმის ჩამწერი სტუდიის (Paisley Park Records) ტერიტორიაზე იპოვეს. ამჟამად, ინციდენტის ადგილზე სასამართლო მედექსპერტები და კრიმინალისტები მუშაობენ.

გასულ პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პრინსი საავადმყოფოში გადაიყვაანეს. მაშინ მომღერლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი გაციების შემდგომ რეაბილიტაციას გადის.

პრინსი 1958 წლის 7 ივნისს მინეაპოლისში – აფრო-ამერიკელების ოჯახში დაიბადა. მან თავისი პირველი ალბომი 1978 წელს გამოუშვა და რამდენიმე წელიწადში რიტმ-ენდ-ბლუზის შემსრულებელ ყველაზე ორიგინალურ მომღერალად აღიარეს.

პრინსი 1989-იანი წლების დასაწყისში ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პოპ-ვარსკვლავი გახდა. მას, მაიკლ ჯექსონის შემდეგ, პოპულარობით მეორე ადგილზე აყენებენ. იგი სხვადასხვა წლებში “გრემის”, “ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” ლაურეატი იყო. 2005 წელს პრინსის სახელი რო-კენ-როლის დიდების დარბაზში შეიტანეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33919″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1461310529652″]

მსგავსი პოსტები

Back to top button