მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკა

ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელი მიიღო და მოსმენა ორშაბათს ჩანიშნა

​​ჰააგას საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის სარჩელი წარმოებაში მიიღო. განხილვა ორშაბათს ჩაინიშნა.

საქმე ეხება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სარჩელს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთს  გენოციდის კონცეფციის დამახინჯებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში.
“რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გენოციდის ცნებით მანიპულირებისთვის აგრესიის გასამართლებლად. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ დაავალოს რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტა და მომავალ კვირას დანიშნოს სხდომა” წერს ზელენსკი

მსგავსი პოსტები

Back to top button