მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში მობილიზაცია გრძელდება-უკრაინის სამხედრო სარდლობა რადას 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნით მიმართავს

უკრაინაში ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს-ფინეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინაში სამობილიზაციო სამუშაოები გრძელდება, 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა უკვე შევიდა, – ამის შესახებ უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.
არახამიას თქმით, სამხედრო სარდლობამ 500 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზებაზე განაცხადა.

“სამხედრო სარდლობამ 500 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა შეიტანა. მთავრობა წესების დადგენაზე მუშაობს”, – აღნიშნა არახამიამ.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის ყოვლისმომცველი მიდგომაა საჭირო.

“პრეზიდენტმა გარკვევით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის. უბრალოდ ახალი ხალხის შეკრება და მათი პრობლემების გადაჭრა, ვინც ახლა მსახურობს, არ არის გამოსავალი. პარლამენტი ელოდება მზა დოკუმენტს, რომლის განხილვაც შესაძლებელია კომიტეტში“, – აღნიშნა ფრაქციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ კიდევ 450-500 ათასი უკრაინელის მობილიზება შესთავაზა.

გარდა ამისა ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, უკრაინაში ომი, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.

“სამწუხაროდ, ომის სწრაფად დასრულება მოსალოდნელი არ არის. წყდება არამხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ყველა მეზობელი ქვეყნის ბედი.

რუსეთის ძალაუფლების პოლიტიკამ შექმნა დაუცველობისა და გაურკვევლობის განცდა ევროპაში და შესაბამისად, მთელს მსოფლიოში”, – თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button