მნიშვნელოვანირეგიონი

პანკისელები სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება.

ადგილობრივები, ძალმომრეობითი სექსულაური მოქმედების ბრალდებით დაკავებული, სოფელ ბირკიანში მცხოვრები, შშმ პირის განთავისუფლებას ითხოვენ.

გამოძიება 32 წლის მამაკაცს, ამერიკის მოქალქესთან, 19 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო ედავება.

თელავის რაიონულმა სასამართლომ, მას, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დაკავებულის ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის ინფორმაციით, ბრალდებული უცხოელს ბაწარას ხეობაში შეხვდა.

“დაკავებული იქ ტურისტული მარშრუტით იყო. ის შშმ პირია და გონებრივად ჯანმრთელობის უმძიმესი დიაგნოზი აქვს. აქედან გამომდინარე, მას გაცნობიერებული ვერ ექნებოდა, რომ დანაშაულს ჩადიოდა. ამიტომ, სასამართლო პროცესზე მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას, 5000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ვითხოვდი, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა”, – განაცხადა ჩაველაშვილმა.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე დანიშნულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button