საქართველოსიახლეები

“პატრიოტთა ალიანსი” სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციაზე

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან – ეს განცხადება ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მივა და არ აქვს ინფორმაცია, დაესწრება თუ არა ღონისძიებას “პატრიოტთა ალიანსის” რომელიმე ლიდერი.

გიორგი ლომიას განცხადებით, ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.

ლომია ამბობს, რომ თბილისში ინაუგურაციის ჩატარებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლება არეულობას გაექცა.

მოისმინეთ გიორგი ლომიას ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button