რეგიონი

ოკუპურებული გუდაუთის რაიონში ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ოკუპურებული გუდაუთის რაიონში მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუდაუთის სოფელში მოხდა, განუცხადა აფსნიპრესს რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ზოსმა გიცბამ.

“ეს არის ტრაგედია.

ექიმებმა განაცხადეს, რომ ხუთივე ადამიანი, ვინც ტოიოტას მანქანაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა“, – განაცხადა გიცბამ.

ინციდენტის დეტალები ზუსტდება.

დაღუპულები 25 – დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან.

დე ფაქტო რესპუბლიკის შს “მინისტრმა” ვალტერ ბუტბამ, საგანგებო თათბირი მოიწვია.

რა დროსაც მან “გაის” (“სახელმწიფო ავტოინსპექციის”) უფროსი და რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button