მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

რუსეთში კორონავირუსის 8 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19”-ით კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6 532-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 261 000-ს აჭარბებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის დიაგნოზი უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 115 137 ადამიანი.

ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 70 000-ს გადააჭარბა. ბრაზილიაში ვირუსს 40 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საიდანაც 1 274 ფატალური შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა მექსიკაში, სადაც ბოლო 24 საათში დადასტურდა 4 883 შემთხვევა, გარდაიცვალა 708 ადამიანი.

“დროდადრო მოგვიწევს ავამუშაოთ ეკონომიკა, ტურისტული ბიზნესი, გავხსნათ რესტორნები. ჩვენს საზოგადოებას ეს სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პანდემიაზე ცუდი შედეგები მივიღოთ, საზოგადოებას არ სურს დარჩეს სახლში.” – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანულე ლოპეს ობრადორმა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად, ჯამში, 29 319 ადამიანია გარდაცვლილი. სულ, ქვეყანაში 155 136 ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 71 832 პაციენტი.

worldometers.info-ს ცნობით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 7 477 996 შემთხვევაა დადასტურებული; 419 382 ადამიანი გარდაიცვალა; გამოჯანმრთელდა 3 792 064 პირი.

მსგავსი პოსტები

Back to top button