მნიშვნელოვანისაქართველო

“მოქალაქემ იარაღის მუქარით ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე დააკავეს საქართველოს მოქალაქე გ.ი. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და პირის მძევლად აყვანა. საუბარია საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, “საქართველოს მოქალაქე გ.ი-მ სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინცინდენტის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ი” ქვეპუნქტით”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შს სამინისტრომ გაავრცელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button