ეკონომიკამნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მაჭავარიანი ლარის ბოლო გაუფასურების მიზეზად აქციებს ასახელებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ოპოზიციის აქციებს ასახელებს. მაჭავარიანის თქმით, ამ ეტაპზე კურსის ასეთ მერყეობის სხვა “ობიექტური ფაქტორი” არ არსებობს, შესაბამისად ლარის უფასურდება მოლოდინების გამო, რასაც მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განაპირობებს.

“ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია ლარის კურსზე არ აისახოს და არ ასახულიყო. ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ეს ერთმნიშვნელოვნად იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებული იმ რადიკალიზმთან და პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. ამავდროულად ეს დაძაბულობა ხელს უწყობს, როგორც ვხედავთ და ეს რთული მისახვედრი არ არის, ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ყველანი პასუხისმგებლიანები ვიყოთ”, – აცხადებს მაჭავარიანი.

ბოლო ორ დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან თითქმის 10 თეთრით გაუფასურდა. ახალ დადგენილ ოფიციალურ კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი საღამოს გამოაქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button