მნიშვნელოვანისიახლეები

სტრასბურგის სასამართლოს ვადა დღეს იწურება

სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება – 24 ნოემბერია ის დღე, როცა ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ დამატებითი დეტალები უნდა მიიღოს.
სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 10 ნოემბერს დაავალა ციხეში სააკაშვილისთვის უსაფრთხო გარემო შეექმნა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

“სასამართლომ ჯერ კიდევ 10 ნოემბერს განსაზღვრა მხარეებისთვის 24 ნოემბერი, როგორც ბოლო ვადა, როდესაც უნდა იყოს წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია სასამართლოსთვის. მიხეილ სააკაშვილის მხარემ არაერთხელ ინფორმაცია უკვე, როგორც აღმოჩნდა, სამინისტრომ როგორც განაცხადა, მათაც წარადგინეს ინფორმაცია, თუმცა სასამართლოს ჩვენთვის ჯერ არ მოუწოდებია ეს.
ამის შემდეგ უკვე სასამართლო ალბათ იმსჯელებს შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე თუ როგორ უნდა მოიქცეს შემდგომ ეტაპზე. სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თავის დროზე ეს ღონისძიება მიიღო, რომ დაეცვა მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე ალბათ სასამართლო შეაფასებს რამდენად რისკის ქვეშ არის ახლა მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button