მნიშვნელოვანისიახლეები

ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს

თბილისში ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე. [იცით დამნაშავე ვინაა?] რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით”, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

გავრცელებული ცნობით მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.

“ამბობენ, რომ სწორედ ეს “სთორი” შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი” , – ამბობს წყარო.

კესარია აბრამიძე ღიად ტრანსგენდერი იყო. ის 37 წლის ასაკში მოკლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button