მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულ გალის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარეში 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

იგი საქართველოს მოქალაქეა, რომლის ოჯახი ზუგდიდში ,კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს.

თავად გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.

რადიო თბილისის ინფორმაციით, მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი გალის ცენტრში დაეჯახა და იგი ადგილზე გარდაიცვალა შემდეგ კი მისი ცხედარი, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, მდინარეში გადააგდეს.

ვრცელდება ინფორმაცია,რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ,რომ მომხდარზე ინფორმირებულები არიან და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

“ცხელი ხაზით დაგვიდასტურეს ეს ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაცია თუ გვექნება, აუცილებლად მოგაწვდით”, – განმარტავენ სუს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button