ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

გლდანში ბავშვთა გასართობების მოსაწყობად ბიუჯეტიდან 365 596  ლარი დაიხარჯა

“გლდანის რაიონის გამგეობამ,  დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი სივრცეებიც მოაწყო. მსგავსი სივრცეები, ჯამში, 15 მისმართზე განთავსდა, რისთვისაც  გამგეობის ბიუჯეტიდან 365 596  ლარი დაიხარჯა,” – ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით,  სამუშაოები უკვე დასრულდა მუხიანის 4 მიკრორაიონის N29 და მეორე მიკრორაიონის N10 კორპუსებთან, წყალსადენის ქუჩაზე N33 35 კორპუსების მიმდებარედ და მუხიანის მესამე მიკრორიაონის N16-17 კორპუსებთან, ასევე, ავჭალა 2-ში, ჯავახეთის და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე.

 “გარდა ამისა, გასართობი ზონები მოეწყო ზაჰესში, მშვიდობის ქუჩა N14-17-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან. ზაჰესში, ავჭალის ქუჩა N11, ლიბანის ქუჩა N24-26, ანდრონიკაშვილის II შესახვევის N24-25 და ჯანჯღავას ქუჩა II ჩიხის N73 კორპუსების მიმდებარედ. ქერჩის ქუჩა N2 კორპუსის, გმირი კურსანტების N27, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N19 კორპუსის და ჯაბიძის N11 – შორის. ასევე, გლდანის მესამე მიკრორაიონის N1-3-4 და N 3-6 კორპუსების მიმდებარედ.

 სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ზონებში სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდა,” – განუცხადეს “ბიზნესრევიუს” დედაქალაქის მერიაში. 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button