საქართველოსიახლეები

თბილისში, მიტოვებულ სახლში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

თბილისში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო მამაკაცია, რომელიც მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა. ის, დაახლოებით, 1 კვირის წინ გაუჩინარდა, დღეს კი, გარდაცვლილი ნახეს.

როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button