მნიშვნელოვანირეგიონი

მივლინებებსა და ოფიციალურ სადილებში დახარჯული ფული ახმეტაში [რეპორტაჟი]

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს დაასაბუთოს ოფიციალურ სადილებსა და მივლინებებში დახარჯული ფულის მიზნობრიობა.

ირკვევა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთი წლის განმავლობაში მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის 86 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო მივლინებებში – 42 ათას ლარამდე.

ორივე შემთხვევაში აუდიტორებს კითხვები აქვთ. შეკითხვებს სვამს ადგილობრივი ოპოზიციაც. მუნიციპალიტეტის მერი თავს იმართლებს.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, საკრებულოში დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

მსგავსი პოსტები

Back to top button