საბერძნეთის მუზეუმებში ბილეთების ფასი აიწევს

ქვეყნის მთავრობა ბიუჯეტის შესავსებად ახალ საშუალებას ეძებს.

საბერძნეთის ხელისუფლება მუზეუმებისა და არქეოლოგიური კომპლექსების დასათვალიერებლად, შესასვლელ ბილეთებზე ფასის აწევას გეგმავს, რათა კერძო განათლებაზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმების შემდეგ, ბიუჯეტის შემოსავლების წყარო შეავსოს, – განაცხადა ქვეყნის კულტურის მინისტრმა – არისტიდის ბალტასმა.

“არქეოლოგიური გათხრების მუზეუმებში შესასვლელ ბილეთებზე ფასის მომატება უკვე გადაწყვეტილია, ვინაიდან ამჟამად, იგი ძალიან დაბალია. მაგრამ ჰუმანიტარული კრიზისის პერიოდშიც კი შეუძლებელია კულტურისგან ხალხის მოწყვეტა, ამიტომ ღარიბი ფენის მხარდასაჭერად, შეიძლება უფასო შესვლაც დავაწესოთ”, – დასძინა ბალტასმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button