რეგიონი

ლაგოდეხში მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

ადვოკატი ადასტურებს, რომ ესქპერტიზა უკვე დანიშნულია

ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება.

38 წლის გიორგი ბარბაქაძის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე ადასტურებს, რომ ესქპერტიზა უკვე დანიშნულია.

” დიახ, ექსპერტიზა უკვე დაინიშნა. მე ერთი საათი გავატარე მასთან დროებითი მოთავსების იზოლატორში და მინდა გითხრათ, სრულიად ადექვატურია.თუმცა, რაკი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, გამოძიების ვალია, ასეთი ექსპერტიზა ჩატარდეს. ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია საქმეზე თავადაც არ აქვს, ხან დუმილის უფლება გამოიყენა, მერე ბრალი აღიარა, ვნახოთ, ჩამოვყალიბდებით”- განაცხადა იჩუკაიძემ.

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, დაახლოებით, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

მანამდე, ბარბაქაძე, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება.

მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11’109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ბარბაქაძეს, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button