მსოფლიოსიახლეები

ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთშო ბოლო 24 საათში COVID-19-ით 1 786 ადამიანი დაავადდა, 18 კი, გარდაიცვალა.

რუსული ტელესტუდია „დოჟდი“ იუწყება, რომ 10 აპრილის დილის მონაცემებით, ჯამში სულ 11 917 ადამიანს დაუდასტურდა ახალი ტიპის ვირუსი. აქედან გარდაცვლილია 94 ადამიანი, 795 კი, გამოჯანმრთელდა.

როგორც „დოჟდი“ იუწყება, დაავადებულთა უმეტესი ნაწილი მოსკოვის მცხოვრებია, სადაც COVID-19 უკვე 7 822 ადამიანს დაუდასტურეს. პაციენტების უმეტესობა 65 წლამდე ასაკისაა.

ბოლო 6 დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button