საქართველოსიახლეები

“პატიმრებს თხუთმეტ წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ”

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო კიდევ დაუმატეს.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტიდან პატიმრებს 15 წუთიანი უფასო სასაუბრო დრო ჰქონდათ, ხოლო მას შემდეგ, რაც კიდევ 15 წუთი დაუმატეს, მათი უფასო სასაუბრო დრო 30 წუთით განისაზღვრება.

„16 მარტს ჩვენ თხუთმეტ წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დავუმატეთ პატიმრებს.

გუშინ ამ თხუთმეტ წუთს დაემატა კიდევ ახალი პერსპექტივა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ტექნიკურად სრულად გაიმართება. ეს არის წითელი ჯვრის საერთაშორის კომიტეტის დონაცია და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, რადგან ისინი დააფინანსებენ დამატებით თხუთმეტ წუთს. შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში ჩვენს პატიმრებს ექნებათ არამხოლოდ 15, არამედ 30 უფასო სასაუბრო წუთი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button