მნიშვნელოვანისიახლეები

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამდივნო წარადგინა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სამდივნო წარადგინა.

პარტიას 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

პოზიციები სამდივნოს ახალ შემადგენლობაში ასე გადანაწილდა:

✔გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი

✔პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი

✔გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი

✔საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა

✔ანალიტიკური საქმიანობის მდივანი- გიორგი თარგამაძე

✔საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი

✔რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი

✔საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე

✔იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი

✔სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე

✔სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე

✔ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი

✔მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია

სტრუქტურული ცვლილებები ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 10 იანვარს დაიწყო. პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, ხოლო მისი მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა. ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად, ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

მოსალოდნელი არ არის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დღის წესრიგში რაიმე თვისობრივი ცვლილება იქნება – ისინი კვლავ დესტრუქციულ ნაბიჯებსა და დესტრუქციული პოლიტიკის გატარებაზე იქნებიან ორიენტირებული, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სამდივნოში განხორციელებულ ცვლილებებს.

სარჯველაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მხოლოდ დესტრუქციაში ხედავს, ხოლო მათი რიტორიკა, პოლიტიკა მიზნად ისახავს ქვეყნისთვის რაც შეიძლება მეტი პრობლემების შექმნას, რათა შემდეგ ამაზე ხელი მოითბონ.

„ამ დრომდე ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მარცხი და წარუმატებლობები განიცადეს. ამის მიზეზია ის, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელია ის დესტრუქციული დღის წესრიგი, რასაც საზოგადოებას სთავაზობენ. შესაბამისად, საკუთარი წარუმატებლობის მიზეზი აქ უნდა ნახონ. უმჯობესია, ეს გაანალიზონ და ძალისხმევა ხალხის სამსახურს მოახმარონ და არა დესტრუქციული ზრახვების განხორციელებას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ახალი სამდივნო წარადგინა. პარტიას, ჯამში, 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button