მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“პლაქვენილის” დაბრუნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ გაკეთდა წერილი, რის საფუძველზეც საქართველოში “პლაქვენილის” გამოყენება აღდგება. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გამოყენება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება, რაც საჭიროა.

“დიახ, ჩვენც დავაბრუნეთ “პლაქვენილი”. თქვენ იცით, პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო, გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება “პლაქვენილის” გამოყენება და გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. საერთოდ, კვლევაში ჩართულ პაციენტებზე არის გამოყენებადი, ასეთი მითითებაა და ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი და პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს.” – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატების ტესტებში „ჰიდროქსიქლოროქინი“ კვლავ დააბრუნონ. მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აღნიშნული პრეპარატის გამოყენების დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button