ბლუზფესტჯი-2017 გია ძაგნიძის საიუბილეო კონცერტით დაიხურება

შაბათს, 12 აგვისტოს, 20:00-ზე ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება.

ფესტივალის კულმინაციაა ცნობილი ქართველი ბლუზმენის, გია ძაგნიძის საიუბილეო კონცერტი. გია თავის ჯგუფ „მოდერნ ბლუზ ბენდთან“ ერთად შეასრულებს კარგად ნაცნობ საავტორო კომპოზიციებს. საღამოში მონაწილეობენ გიას მეგობრები, სხვა და სხვა ჟანრის ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები.

ორი თვის განმავლობაში მიმდინარე საფესტივალო პროგრამამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბლუზვილიჯის სცენაზე გამოვიდნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ბლუზის ვეტერანები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. პუბლიკამ გაიცნო და შეიყვარა ჩიკაგოს ფესტივალების ჰედლაინერი შერონ ლუისი, ბლუზის და ჯაზის ვოკალისტი, ელეგანტური შანა ვოთერსტოუნი, გიტარის ვირტუოზი სტივ მორისონი, მოგზაური ბლუზმენი ვულფმეილი და სხვა საინტერესო მომღერლები თუ ინსტუმენტალისტები.

“უცხოელებთან ერთად ქართული ბენდების გამოსვლა გამოცდილების გაზიარების და პროფესიონალიზმის ამაღლების საშუალებაა. ამით ფესტივალმა თავისი პირველი სიტყვა უკვე თქვა, რითაც ჩვენ ქვეყანაში მნიშვნელოვნად წაიწევს წინ ბლუზის განვითარება. – აღნიშნავს ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ვიქტორ კერვალიშვილი.

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალის ერთერთ დანიშნულებას წარმოადგენს კახეთის რეგიონში, კერძოდ, ლაგოდეხში, ტურისტული პოტენციალის გაზრდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button