მსოფლიოსიახლეები

პოლიციასთან ჩხუბის გამო, კიევის მერის მოადგილე მოხსნეს

კიევის მერმა და საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი კლიჩკომ, ორშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი მოადგილე, ვლადიმირ სლონჩაკი, რომელმაც წინა ღამით პატრულის წარმომადგენელს ხელი დაარტყა.

მაღალჩინოსანს, რომელიც მანქანაში კიევის საბჭოს დეპუტატთან, ლუდმილა კოსტენკოსთან ერთად იმყოფებოდა, პოლიციასთან ინციდენტი იმ დროს მოუხდა, როდესაც პატრული მძღოლს მართვის უფლების ჩვენებას სთხოვდა.

პოსტზე მყოფ პოლიციელებს საეჭვოდ მოეჩვენათ ის გარემოება, რომ უცნობი პირი ღამის საათებში ფარებგამორთული მანქანით გადაადგილდებოდა. კიევის საბჭოს დეპუტატმა პოლიციას მძღოლის პირადობის მოწმობის ჩვენებაზე უარი განუცხადა, ვლადიმირ სლონჩაკმა კი, პატრულს ხელი დაარტყა.

კიევის პოლიციის ცნობით, ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, უკრაინის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button