რინგო სტარის დასარტყამი დანადგარი აუქციონზე 2,2 მილიონ დოლარად გაიყიდა [Video]

The Beatles-ის ექს-დრამერის, რინგო სტარის დასარტყამი დანადგარი კალიფორნიის აუქციონზე 2,2 მილიონ დოლარად გაიყიდა, – გადმოსცემს The Guardian.

დანადგარი ამერიკული საფეხბურთო კლუბის “ინდიანოპოლის კოლტს”-ის მფლობელმა – ჯიმ ისრეიმ შეიძინა.

სტარი დანადგარ Ludwig Oyster Black Pear-ზე 1963-64 წლებში 200-ზე მეტ კონცერტზე უკრავდა. ზუსტად ამ დრამების ხმა ისმის ისეთი ცნობილი სიმღერების ჩანაწერებში, როგორიცაა: Can’t Buy Me Love, She Loves You, All My Loving და I Want to Hold Your Hand.

სულ აუქციონზე 800 ნივთი გაიყიდა, რომელიც რინგო სტარსა და მის მეუღლეს – ბარბარა ბახს ეკუთვნოდა. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button