მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკოს თქმით ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ მოხდა მისი ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავების, სუ-24-ის, გადაკეთება ისე, რომ მათ შეძლონ ბირთვული იარაღის გადატანა. ლუკაშენკამ, რომელიც კრემლის მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ის ამ ნაბიჯს დასთანხმდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად.

“[დასავლეთმა] უნდა გაიგოს, რომ ვერც ვერტმფრენები, ვერც თვითმფრინავები მათ ვერ გადაარჩენს, თუკი ისინი ესკალაციაზე წავლენ. ჩვენ, პუტინთან ერთად, ერთხელ სანქტ-პეტერბურგში ვთქვით, რომ ჩვენც მოვახდენთ ბელარუსული თვითმფრინავების, სუ[-24]-ს ადაპტირებას ისე, რომ მათ შეძლონ ბირთვული იარაღის ტარება. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ უბრალოდ ვლაყბობდით? ყველაფერი მზად არის!” – უთხრა ლუკაშენკამ ჟურნალისტებს მინსკში.

ლუკაშენკოს თქმით, „სამიზნეები განსაზღვრულია იმ შემთხვევებისთვის, თუ დასავლეთი ბელარუსის წინააღმდეგ პროვოკაციას ეცდება“.

„მე და პუტინმა ერთხელ პეტერბურგში ვთქვით, რომ ბელარუსული თვითმფრინავების ხელახლა აღჭურვას განვახორციელებდით, რათა მათი საშუალებით ბირთვული იარაღის გადატანა მომხდარიყო. ყველაფერი მზად არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობოისთვის მას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თავისი განცხადების გასამყარებლად. ბელარუსს არ აქვს საკუთარი ბირთვული იარაღი და მან, სავარაუდოდ, ათი წლის წინ გააუქმა სუ-24-ების თავისი ფლოტი, თუმცა, შესაძლებელია, რომ თვითმფრინავი ძირეულად განაახლეს და ხმარებაში დააბრუნეს.

პუტინი და ლუკაშენკა ერთმანეთს შეხვდნენ 25 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მიაწვდის ბელარუსს ისკანდერ-M სარაკეტო სისტემებს და დასძინა, რომ მათი მიწოდება რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება.

“ისკანდერ-M” არის მოძრაობაში მართვადი სარაკეტო კომპლექსი, რომლის მოქმედების მანძილი 500 კმ-ს აღწევს.
ლუკაშენკო დასავლეთს აფრთხილებს, რომ ბელარუსი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას უპასუხოს. მისი თქმით, ბელარუსთან ურთიერთობა არ უნდა გამწვავდეს, რადგან ეს ნიშნავს ურთიერთობის გამწვავებას საკავშირო სახელმწიფოსთან, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი.
ბელარუსი არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის უშუალო მონაწილე, თუმცა მან მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვის შეჭრას, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, და საშუალება მისცა რუსეთის ძალებს, შესულიყვნენ უკრაინაში ბელარუსის საზღვრის გავლით.

მსგავსი პოსტები

Back to top button