მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლექსო ლაშქარავას დედა შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებს

გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე, შსს-ს მიერ გარვცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ, ლექსოს გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება იყო, უნდობლობას უცხადებს.

“ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობენ, მაგრამ თაიასთვის?! (ლექსოს 9 წლის გოგონა). ჩემთვის ნარკომანზე საზიზღრობა არავინ არ არის, რატომ უნდა მიანიჭოთ ჩემ შვილს ეს სახელი?!”- განაცხადა კახიძემ.

ოჯახი ასევე დაინტერესებულია იმით, თუ ვინ იყო ლექსოს მეგობარი, ვისთანაც ერთად გადაადგილდებოდა.
როგორც ლაშქარავას დეიდა ამბობს, მიცვალებულის სახელის დისკრედიტაციას ეწევიან:

„დედამისმა იცოდა, რომ ნარკომანი იყო და ამიტომ არ უნდოდათ ექსპერტიზაზე გადაყვანაო. არადა, ამას წინაპირობა ჰქონდა, რატომ არ უნდოდა ჩემ დას ექსპერტიზა. ძალიან კარგი, რომ მოხდა ექსპერტიზა, ახლა სიმართლე დადგინდება. თუ მის სისხლში იქნებოდა ნარკოტიკული ნივთიერება, იქნებოდა “მორფინი”, რომელიც 8 ივლისს, საავადმყოფოდან გამოსვლისას გაუკეთეს”- თქვა ლაშქარავას დეიდამ.

მოძალადე ჯგუფების მიერ ნაცემ ტვ პირველის ოპერატორ, ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button