მნიშვნელოვანისაქართველო

საქართველო და პორტუგალია დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

პორტუგალია მზად არის საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისთვის – ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა 21-22 აპრილს, ლისაბონში ვიზიტის დროს იმსჯელა პორტუგალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

იგეგმება საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიაში, რა დროსაც მოხდება თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა. დავით ზალკანიანის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარება პრიორიტეტულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button