უკრაინის დელეგაციამ გაეროს სამიტი პროტესტის ნიშნად დატოვა [Video]

1690027გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსეთის რეზიდენტ პუტინის გამოსვლის დროს, უკრაინული დელეგაციის მთელმა შემადგენლობამ, პრეზიდენტ პოროშენკოს წინამძღოლობით, სამიტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროს, უკრაინელი დელეგატების ნაწილი ფეხზე ადგა და უსიტყვოდ გაშალა უკრაინის დაზიანებული დროშა.

უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებმა გაეროს წესდება დაარღვიეს, როცა პუტინის გამოსვლის დროს, უკრაინის დახვრეტილი დროშა გაშალეს.

გაეროს სხდომის რეგლამენტის დარღვევისთვის, უკრაინის დელეგატების ნაწილს, გენერალური ასამბლეის დატოვება სთხოვეს, – წერს Facebook-ზე დელეგატი ანა გოპკო.

„ჩუმი პროტესტის გამო, ბეიჯიკები ჩამოგვართვეს და დარბაზის დატოვება გვთხოვეს. რუსეთის აგრესიაც გაეროს წესდების დარღვევაა, მაგრამ პუტინი ტრიბუნაზე მაინც გამოდის“, – წერს გოპკო.

მსგავსი პოსტები

Back to top button