თელავში არჩევნების მიმდინარეობისას, რამდენიმე პროცედურული დარღვევა გამოვლინდა

თელავში არჩევნების მიმდინარეობისას,ამ დროისათვის, რამდენიმე პროცედურული დარღვევა და ტენდენცია გამოვლინდა.
“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, წილისყრის პროცედურებისა და ბიულეტენის დამოწმების წესის დარღვევები, ასევე, მარკირების ხელსაწყოს მუშაობისა და სიებთან დაკავშირებული ხარვეზები გამოვლინდა.
უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვლენილია ამომრჩევლების აღრიცხვისა და პირადი ნომრების ჩაწერის შემთხვევები.
თელავის მე- 18- ე საარჩევნო უბანზე ა(ა)იპ ,,კავშირი მწვანე დედამიწის” დამკვირვებელი აღრიცხავს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, იწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და პირად ნომერს.
თელავის #39 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება უცხო პირთა შეკრება, რომლებიც პერიოდულად ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს.
საარჩევნო უბნებთან შეიმჩნევიან აგრეთვე პოლიციელებიც, რომლებიც პირადი ავტომობილებიდან აკვირდებიან ამომრჩევლის გადადგილებას უბნებზე.
გამოვლენილ დარღვევებზე, დღეს დილიდან განცხადებებს აკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი-.
ქართული ოცნების თელავის შტაბში, მისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.