მნიშვნელოვანისაქართველო

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ორ წელზე მეტია, რაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოში მისი საკითხი განიხილება. ოკუპანტები მას დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან. რამდენიმე დღის წინ ე.წ. უზენაესმა სასამართლომ, მისი საქმე განსახილველად ქვედა ინსტანციას დაუბრუნდა.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ორწელიწადნახევარია დაახლოებით, რაც დე ფაქტო ხელისუფლება მასთან დაკავშირებით დაობს და საერთაშორისო ფორმატებში მისი საკითხი საქართველოს ხელისუფლებას არ დაუყენებია. მეარაყიშვილის ინფორმაციით მისი საქმე არ განხილულა არც აბაშიძე-კარასისნის ფორმატში და არც ჟენევის მოლაპარაკებებში. ის ამბობს, რომ დე ფაქტო სასამართლოს მისი პროცესი ორ კვირაში აქვს ჩანიშნული, სადაც საბოლოოდ მისი ბედი იქ გადაწყდება.

მეარაყიშვილის ინფორმაციით მას ახალგორიდან გაძევება ემუქრება. თამარ მეარაყიშვილს დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პარალელურად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის გაყალბებით მიღებას ედავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button