რეგიონი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, რა დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ შეეჯახა, როდესაც იქიდან მძღოლი გადმოდიოდა.

შეჯახების შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებოდნენ, თუმცა გაჩერებული ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button