მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კონკრეტული ინდივიდების დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, მათი მხრიდან, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები “ჯერ” არ გამოცხადებულა, თუმცა “არ იყოყმანებენ”.

3 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დაამტკიცა ე.წ. აგენტების კანონის.

“ჩვენ საკმაო შეშფოთება გამოვხატეთ იმის გამო, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაიყვანს. სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას უკეთებს და ახშობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს ის ქმედებებია, რაც ფუნდამენტურად ცვლის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობების გადახედვა და განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებას”, – განაცხადა მან.

ჟურნალისტმა მას დამატებით ჰკითხა, ცდება თუ არა თბილისის მერი, კახა კალაძე, როდესაც ამბობს, რომ “არანაირი სანქციები არ იქნება”, – რაზეც მილერი ასე პასუხობს:

“ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი სანქციების პოლიტიკა და ჩვენ ჯერ არ გამოგვიცხადებია ინდივიდუალური სანქციები და ამ საკითხს ასე დავტოვებ. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ არ დავაყოვნებთ მათ [სანქციების] დაწესებას”.

ასევე, კიდევ ერთ თუ რატომ არ ახსენა საქართველო სახელმწიფო მდივანმა აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს, მილერმა თქვა, რომ ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა საქართველოსთან პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა, რომ რისკის ქვეშ არის ასობით მილიონი აშშ დოლარის დახმარება საქართველოსთვის, და ასევე გამოაცხადა სავიზო აკრძალვების პოლიტიკა.

“გქონდეთ მოლოდინი აშშ-ს ექნება რეაგირება ამაზე. ახლა ამას ასე დავტოვებ”, – ამბობს მილერი.

24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. გვარები ამ დრომდე არ დასახელებულა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ოცნების” წარმომადგენლებს, მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ვიზების გაუქმების შეტყობინებები მეილებზე უკვე მიუვიდათ.

კახა კალაძე – არ ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული

მსგავსი პოსტები

Back to top button