რეგიონი

ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა

ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტოფარეხთან მდგარ მანქანაზე კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ.

ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით,რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება გულისხმობს.

ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კუსტსრულად დამზადებული ხელყუმბარა.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი კუსტარულად დამზადებულ ხელყუმბარას დ.ჯ-ს მანქანის ქვემოთ ამაგრებდნენ,ავტომობილი კი ავტოფარეხთან კორპუსის წინ იდგა.

რა იყო მოტივი უცნობია. ორი პირის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button