სპორტი

გეგი ბაქრაძე,- მეორე ქართველი ტამიშში

27 წლის გეგი ბაქრაძემ სერბულ კლუბ „ტამიშ პანჩევოსთან“ გააფორმა კონტრაქტი.

ბაქრაძე მეორე ქართველია, რომელიც ამ კლუბის ღირსებას დაიცავს. მიმდინარე წლის ივნისში აქ დუდა სანაძის უმცროსი ძმა სანდრო სანაძე ჩაირიცხა.

გეგი ბაქრაძის სიმაღლე 2,06 სანტიმეტრია. ის ცენტრის პოზიციაზე თამაშობს. ბოლო სეზონი მან რუსთავში გაატარა და სუპერთასსაც დაეუფლა.

ქართველი კალათბურთელების კლუბი ახალ სეზონში 2 ოქტომბერს ჩაებმება, როდესაც სტარი ნაბოვცის დუნავს უმასპინძლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button