კახეთს სამელიორაციო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

“საქართველოს მელიორაციის”კახეთის რეგიონულ სამმართველოს 44 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა.

როგორც რადიო “ჰერეთს” სოფლის მეურნების მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა, “აღნიშნული სპეცტექნიკა საშუალებას იძლევა უფრო სწრაფად და ეფექტიანად აწარმოონ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას”.

საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ გრანტის სახით 10 მილიონ 764 ათასი დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button