მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართული ოცნების ” თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

“არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში. მე ხმა მივეცი, სტაბილურობასა და განვითარებას”- განაცხადა “ქართული ოცნების ” თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა, არჩევნების მეორე ტურზე ხმისიცემის დროს.
” პირველი ტურის მსგავსად, არჩევნები ახლაც მიმდინარეობს მშვიდად, დემოკრატიულად და კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში”- განაცხადა ანდრიაშვილმა.

დღეს, დილიდან არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე, განცხადებებს აკეთებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი, თუმცა ანდრიაშვილმა, ოპონენტს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მერის თანამდებობის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობა, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.
კანონით გათვალისწინებული წესით, თელავში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button