მნიშვნელოვანისაქართველო

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები, 96 წლის გორა ღარიბაშვილი, რომელიც სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. ინციდენტი, სავარაუდოდ, მოხდა ოკუპირებულ სოფელ წუნევთან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორა ღარიბაშვილი ადრეც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი პოსტები

Back to top button