რეგიონი

ქვემო ქვალონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის .სოფელ ქვემო ქვალონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა

დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

თვითმხილველის ცნობით,მაღალი სიჩაქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა,გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 პირი , ორი ქალი და ოთხი მოზარდი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 35 წლამდე ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button