მნიშვნელოვანისაქართველო

მეშახტეები აქციას შვილებთან ერთად მართავენ

ტყიბულში საპროტესტო აქცია გრძელდება. მეშახტეები მერიასთან იმყოფებიან. . მათ სოლიდარობას უცხადებენ სხვა ადგილობრივებიც. მეშტხტეების ნაწილმა ბავშვები ბაღებსა და სკოლაში არ გაუშვა და ახლა აქციაზე იმყოფებიან. მეშახტეების ინფორმაციით, მათ დღეს ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის “ფეროს” თანამშრომლები შეურთდებიან.

პროტესტის მიზეზი დაგვიანებული ანაზღაურებაა. დასაქმებულებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ.

წუხანდელი ღამე ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში 40-მდე ადამიანმა გაატარა. მეშახტეები შიმშილობის აქციას შახტებში განაგრძობენ. საპროტესტო აქციის ამ ზომას მათ 24 სექტემბერს მიმართეს. ისინი აქციის შეწყვეტაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასს არ მიიღებენ და არ ექნებათ სახელმწიფოსგან გარანტია იმის შესახებ, რომ აღდგება ქვანახშირის მოპოვების პროცესი.

ტყიბულელი მეშახტეები შეხვდნენ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ჯამბულ ჯაყელს, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. ჯამბულ ჯაყელი მეშახტეებს დაჰპირდა,რომ მოლაპრაკებების შედეგის შესახებ ინფორმაციას მათ თვის ბოლოსთვის მიაწვდის. ამ დაპირების მიუხედავად, მეშახტეები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button