მნიშვნელოვანისაქართველო

დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციის გამართვაში ხელი შეუშალეს. პრესკონფერენცია ჩაიშალა, მედიაცენტრ „მთავარის“ შენობაში.

გურამ მაჭარაშვილმა სამართალდამცავთა დახმარებით დატოვა შენობა. ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა იგი შეძახილებით „მონა“ გააცილეს. გურამ მაჭარაშვილი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატადაა წარდგენილი. მას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button