მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქალაქო სასამართლო “რუსთავი 2”-ის საქმეზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო დღეს “რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავს. საქმე ეხება ტელევიზიის დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელს.

მოსარჩელე მხარე დღეს მტკიცებულებების გადაცემას ითხოვს.

“რუსთავი 2-ის” ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია საქმესთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ დააფიქსირებს.

სასამართლომ 2019 წლის ოქტომბერში დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა “რუსთავი 2”-ის სამოც პროცენტიანი წილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button